суббота, 26 марта 2011 г.

პროექტის სახელი:
მობილური კავშირის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა ადამიანთა ყოფა–ცხოვრებაზე.
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევებს და წარმოადგენენ დასკვნებს მობილური კავშირის დადებითი და უარყოფითი მხარეების მნიშვნელობაზე მოსახლეობის  ყოფა–ცხოვრებაში.
პროექტის სრული აღწერა:
      სანამ მოსწავლეებს შევთავაზებთ თემას, მანამდე ვუსვავთ რამდენიმე კითხვას: რამდენად სასარგებლოა მობილური ტელეფონების ხშირი გამოყენება ჩვენს ყოფა–ცხოვრებაში? შესაძლოა  თუ არა მობილური ტელეფონის ხშირი გამოყენება მავნებელი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის? ხომ არ აჯობებდა გამოგვეკვლია მობილური კავშირის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა ადამიანთა ყოფიერებაზე.
    აქედან გამომდინარე მოსწავლეებს ვთავაზობთ საპროექტო თემას: მობილური კავშირის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა ადამიანთა ყოფა–ცხოვრებაზე.
    მოსწავლეებს ვყოფთ ორ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევთ კონკრეტულ დავალებებს.
დავალება  პირველი ჯგუფისთვის:
    მობილური კავშირის დადებითი გავლენის კვლევა: ჯგუფის წევრები მოიძიებენ ინფორმაციებს მობილური კავშირების მუშაობის პრინციპზე და მავნე ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმებზე. ამისთვის ჯგუფის ნაწილი იღებს ინტერვიუს რომელიმე მობილური ოპერატორის ოფისის წარმომადგენელთან. ხოლო მეორე ნაწილი ინფორმაციას მოიძიებს ინტერნეტში. შემდეგ დასკვნის შედეგებს ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციის სახით. პრეზენტაციაში გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილები, დიაგრამები და სლაიდები
დავალება მეორე ჯგუფისთვის:
   მობილური კავშირის უარყოფითი გავლენის კვლევა: ჯგუფის წევრები მოიძიებენ ინფორმაციას  მობილური კავშირის უარყოფით გავლენაზე გარემოსა და ადამიანებზე. ჯგუფის ნაწილი იღებს ინტერვიუს მოსახლეობიდან და აგროვებს ვიზუალურ ინფორმაციას გარემოს დაზიანების შესახებ. მეორე ჯგუფი იღებს ინტერვიუს მედიცინის წარმომადგენელისგან და აგრეთვე მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში. კვლების შედეგებს ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციის სახით. პრეზენტაციაში გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილები, დიაგრამები და სლაიდები
       პრეზენტაციის შემდეგ ვმართავთ დისკუსიას რათა შევაჯამოთ კვლევის შედეგები. დისკუსიის თემა იქნება: შესაძლებელია თუ არა მობილური კავშირი, მიუხედავად  უარყოფითი ფაქტორების არსებობისა, გავხადოთ ადამიანისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ორივე ჯგუფი, მასწავლებლები, მშობლები, სხვადასხვა მობილური ოპერატორის წარმომადგენელი სტუმრის სტატუსით და მედიის წარმომადგენელი.
მოსწავლეთა ასაკი:    16–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:    2 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს განუვთარდებათ კვლევა ძიების უნარჩვევა; ჯგუფეფთან მუშაობის უნარჩვევა; პრეზენტაციის უნარჩვევა.
სამუშაო ენა:   ქართული
პროექტის ფასილიტატორი:  ხვიჩა ძაძამია
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:  khvicha1973@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: http://www.khvicha1973.blogspot.com/